გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროექტის „შემოქმედებითი ზაფხული“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

25-09-2020

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და

ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „შემოქმედებითი ზაფხული“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კონკურსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომლებმაც თემებზე "მე ევროპელი" და "მომავლის აფხაზეთი" ლიტერატურული ჩანახატები, ესეები და ფერწერული ნამუშევრები წარმოადგინეს.

საკონკურსო ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს და კონკურსის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, ქართული ბრენდის "ANOUKI" კრეატიულმა დირექტორმა ანუკი არეშიძემ, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

პროექტის ფარგლებში გამარჯვებული ნაშრომები კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ჟუნალ „რიწის“ 2020 წლის მესამე და ჟურნალ „იალქნის“ სექტემბრის ნომრებში დაიბეჭდება, ხოლო რჩეულ ფერწერულ ნამუშევარს, რომელიც ანუკი არეშიძემ გამოავლინა, თავის კოლექციაში გამოიყენებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930