25-09-2020
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები -საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 80,5 % ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ პაატა კვიჟინაძეს მისცემდა.
დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:
გიორგი კაპანაძე (ნაციონალური მოძრაობა) 7,5%
გიორგი კასრაძე(პატრიოტთა ალიანსი) - 4,6%
როსტომ ცარციძე (თავისუფალი საქართველო) -3,0%
სერგო რატიანი ( ევროპული საქართველო ) -2,5%
ანი მიროტაძე(ლელო) -1,3%
ინგა ზაბახიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) 0,6%
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,0%
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება-87,7%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -7,2%
პატრიოტთა ალიანსი -3,0%
ევროპული საქართველო 1,1%
ლეიბორისტული პარტია -1,0%
ერთიანი საქართველო - 0,0%
გირჩი -0,0%
თავისუფალი დემოკრატები0,0%
გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი 0,0%
ლელო -0,0%
სხვა -0,0%
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 74% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.
დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:
ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 11%
50-50 ზე- 10%
არ მივიღებ მონაწილეობას -5%
არ ვიცი/უარი პასუხზე -0%
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.