26-09-2020
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ჟვანია ნამდვილად გაზის გაჟონვისგან გარდაიცვალა.
ეს განცხადება სააკაშვილმა ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა.
"ზურა დაიღუპა გაზისგან მოწამვლით და მაშინ გაზისგან მოწამვლით თვეში 250 - 300ადამიანი იღუპებოდა.
ზუსტად ასეთი "კარმა" ეყენა დედაჩემს სახლში და მაშინვე დავურეკე, სასწრაფოდ გამოცვალე-მეთქი" - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ - მინისტრი, ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად გაზის გაჟონვა სახელდება, თუმცა ოჯახს და საზოგადოების დიდ ნაწილს ამ ვერსიის არ სჯერა.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით