26-09-2020
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation „რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 64,4% ხმას „ქართული ოცნების" კანდიდატ ირაკლი ხახუბიას მისცემდა.
მურთაზ ზოდელავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -17,9%
გიგა ბოკერია (ევროპული საქართველო) -8,5%
დავით სარსანია (დამოუკიდებელი კანდიდატი) -5,0%
გიორგი ბარამია (ლელო) -1,9%
აპოლონ გარუჩავა (დამოუკიდებელი კანიდატი) -1,8%
თეიმურაზ ფაჩულია (პატრიოტთა ალიანსი) -0,5%
თამარ ფაჩულია (თავისუფალი საქართველო) -0,0%
ბორის ყურუა (გირჩი) - 0,0%
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება -67,8%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -19,2%
ევროპული საქართველო 8,7%
ლელო -1,3%
პატრიოტთა ალიანსი -1,0%
ლეიბორისტული პარტია -0,9%
გიორგი ვაშაძე -სტარტეგია აღმაშენებელი 0,7%
ერთიანი საქართველო - 0,0%
გირჩი -0,0%
სხვა -0,5%
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 61% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.
დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:
ალბათ მიიღებს მონაწილეობას - 22%
50-50 ზე-14%
არ მიიღებს მონაწილეობას -3%
არ იცის ან უარი პასუხზე -1%
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.