გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ორფოლოში 23-ე ბატალიონის საველე წვრთნები დასრულდა

26-09-2020

მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ასეულის დონის შემაჯამებელი სწავლება ჩაატარეს, სადაც საბრძოლო სროლებით შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები განახორციელეს.

10 დღის განმავლობაში მე-2 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანები შეასრულეს, მათ შორის ჩასაფრების, კონტაქტზე და არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირების, არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახების, ტაქტიკური გადაადგილების, ასევე შეტევის და თავდაცვის სავარჯიშოები განახორციელეს. ბატალიონს მხარი 82 მმ ნაღმმტყორცნელთა ოცეულმა, საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო ჯგუფმა, 24-ე საარტილერიო ბატალიონის "დანა" ბატარეამ, მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის საინჟინრო ოცეულმა, ამავე ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეულის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის ჰაერსაწინააღმდეგო რაზმებმა დაუჭირეს.

საველე წვრთნები საბრძოლო ოპერაციების წარმოების დროს ქვეითი ასეულის და მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედების დახვეწასა და მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930