26-09-2020
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation „რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევა მაჟორიტარულ ოლქებში წინასაარჩევნო განწყობებს ეხებოდა.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, თუ საარჩევნო ბიულეტენში იქნებოდნენ შემდეგი კანდიდატები - მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 52,1 % ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ შალვა კერესელიძეს მისცემდა.
დანარჩენი კანდიდატების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:
ცეზარ ჩოჩელი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) -18,6%
თამაზ მეჭიაური (ერთიანი საქართველოსთვის) - 11,0%
ბექა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) - 8,9%
სოსო შატბერაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) -7,6%
ეკა ბესელია (სამართლიანობისთვის) - 1,2%
მალხაზ ვახტანგაშვილი (ლელო) 0,0%
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი -0,6%
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის ოლქში პასუხები ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება - 62,2%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -11,0%
ევროპული საქართველო 8,0%
პატრიოტთა ალიანსი -8,0%
გიორგი ვაშაძე - სტარტეგია აღმაშენებელი - 2,0%
ერთიანი საქართველო - 2,0%
ლეიბორისტული პარტია -2,0%
ლელო -2,0%
გირჩი -1,0%
თავისუფალი დემოკრატები -1,0%
სხვა 2,0%
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუა არა მონაწილეობას, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლების 70% თითქმის დარწმუნებულია, რომ მონაწილეობას მიიღებს.
დანარჩენი პასუხების პროცენტული წილი ასე გამოიყურება:
ალბათ მივიღებ მონაწილეობას -14%
50-50 ზე- 9%
არ მივიღებ მონაწილეობას -6%
არ ვიცი/უარი პასუხზე -1%
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 12-15 სექტემბერს. გამოიკითხა 1800 რესპონდენტი ექვს მაჟორიტარულ ოლქში. ესენია: ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქები.