გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, დარღვევვები გამოვლინდა

26-09-2020

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის 2 ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ი.მ.-ს კუთვნილი ტვირთის შემოწმებისას დახერხილ წიწვოვან ხის მასალაში, საკარანტინო მავნე ორგანიზმები (მონოხამუსის ოჯახის ხოჭოს (monochamus spp) მატლები) აღმოჩნდა. ხოლო მეწარმე სუბიექტის მიერ შემოტანილი ცოცხალი მიკროორგანიზმებისა და მათი საკვების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ტვირთის ნაწილს (6 ცალი 50-გრამიანი შეფუთვა) თან არ ახლდა ვეტერინარული სერტიფიკატი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პირველ შემთხვევაში, საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. მეორე შემთხვევაში კი კანონით დადგენილი პროცედურების თანახმად - განადგურებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930