გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

26-09-2020

თბილისში, მუშტაიდის ბაღში მდებარე სპორტკომპლექს „იმედის“ სპორტულ მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი მინი-ფეხბურთში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის „აფხაზეთის თასი“ ჩატარდა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

გამარჯვებულები თასებითა და მედლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა დააჯილდოვეს.

ტურნირიამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის ორგანიზებითადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიების მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისადმი პატივის მიგება და მათი სახელების უკვდავყოფა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930