გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ ხახალეიშვილმა ახალგაზრდებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

27-09-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდნენ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი კანდიდატი ზაზა ლომინაძე.

"სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა, ახლა მემორიალთან იმყოფებიან ახალგაზრდები, რომელთაც არასდროს უნახავთ სოხუმი, თუმცა იციან ამ დღის მნიშვნელობა და იციან, რომ რუსული ოკუპაცია საქართველოში მშვიდობიანად უნდა დასრულდეს", - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031