გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება

27-09-2020

სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემდგომი ღონისძიებები იქნება მიზნობრივი და ლოკალური, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძება, ქმედება, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები, ამიტომ, ნორმალური ცხოვრების პირობებში გავრცელება რომ იყოს შედარებით დაბალი, უნდა ვატარიოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მარტივად - დავიბანოთ ხელი უფრო ხშირად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031