27-09-2020
სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოზარსუბარი ამომრჩეველთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.
დღეს, ლილოს დასახლებაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც სტუდენტები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა იყო ამორტიზებული ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია და საფეხბურთო მოედნის მოწყობა. სოზარ სუბარმა მათ სასიხარულო ამბავი მიაწოდა, ძალიან მალე ლილოს დასახლებაში გაიხსნება ევროსტანდარტების შესაბამისი საცურაო კომპლექსი, რომელიც თბილისის მერიის მიერ არის დაფინანსებული და 1 700 000 ლარი დაჯდა. ასევე, დასასრულს უახლოვდება ბიბლიოთეკის შენობის სარემონტო სამუშაობი, რომლის ღირებულებაც 250 000 ლარს შეადგენს.
შეხვედრაზე გარე განათების პრობლემებსაც შეეხნენ. მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მალე გადაიჭრება.
ლილოს ახალგაზრდები ძალიან ამაყობენ, რადგან მათ საკუთარი ევროპის ჩემპიონი ჰყავთ -ლევან წიკლაური. ის ახლა პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, რაც კარგი მოტივაციაა მომავალი თაობისთვის. შეხვედრის დასასრულს სოზარ სუბარი ახალგაზრდებს დაპირდა, რომ არჩევის შემთხვევაში ის იქნება მათი ხმა პარლამენტში და მუდმივად იზრუნებს მათი პრობლემების მოგვარებისთვის.