გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და მალე ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ

27-09-2020

დღევანდელი დღე უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან, ომის ვეტერანებთან ერთად ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ეს არის დღე, როცა დაეცა სოხუმი. დღე, როცა ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა ამ ბრძოლას. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და მალე, ყველანი ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031