გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელი: 19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, სტუდენტები აუდიტორებში დაბრუნდებიან

28-09-2020

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები გააცნო:

• 19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორებში.

• 12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას განაახლებენ საბავშვო ბაღები.

• 1-ლი ოქტომბრიდან იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში.

• რაც შეეხება VII-XII კლასის მოსწავლეებს, ისინი დისტანციურად გააგრძელებენ სასწავლო პროცეს.მათ შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწვეტილებები განათლებასთან დაკავშირებით და მინდა მათ შესახებ მოგახსენოთ.
პირველ რიგში, გავიმეორებ, რაც წინა კვირას განვაცხადეთ, ძალაში რჩება. კერძოდ, იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში. რასაკვირველია, ეს არ ეხება აჭარას.
ასევე მინდა გავიმეორო ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც განათლების სამინისტრო სთავაზობს I-VI კლასის მოსწავლეებს. თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, ეს პროცესი იქნება სრულად უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება სიახლეებს, მინდა გითხრათ, რომ 12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებას განაახლებენ საბავშვო ბაღები.

19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორებში. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები არადისტანციურად განაახლებენ თავიან ფუნქციონირებას.

აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზედმიწევნით დავიცვათ ჯანდაცვის რეკომენდაციები. ჩვენ მოსწავლეებს, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გააგრძელონ სწავლა.

მინდა გითხრათ, რომ დეტალურად ვაკვირდებით დინამიკას, გამოცხადებული თარიღები შერჩეულია ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით.

რაც შეეხება VII-XII კლასის მოსწავლეებს, მათ შესახებ ახლო მომავალში დამატებით გავაკეთებთ განცხადებას.“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930