გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გურიაში გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

28-09-2020

აფხაზეთში,საბრძოლო მოქმედებების დროს გურიის რეგიონიდან ორმოცი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო, სამი მებრძოლი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ,,ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ და ოზურგეთის შტაბის წევრებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.

„ჩვენ, დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი საამაყო გმირები და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. სწორედ ასეთი გმირების თავდადება იქცა მომავალი თაობების ნამდვილ მაგალითად, მათი თავგანწირვა გვახსოვს და ყოველთვის გვემახსოვრება. 27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული ფურცელია“, აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

დღესვე, კანდიდატი საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დედას, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის თემურ ჭიტაძისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის, სეფერთელაძე ნუკრის ოჯახებს ესტუმრა.

„მინდა ამ ადამიანებს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადო, მივუსამძიმრო და თანავუგრძნო. ჩვენი გუნდი ყოველთვის იქნება თითოეული მათგანის გვერდით“, - განაცხადა  ვასილ ჩიგოგიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930