გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში უკვე 200 ათასი ტონა ყურძენის გადამუშავდა

28-09-2020

კახეთის რეგიონში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობამ დღეის მონაცემებით 200 ათას ტონას მიაღწია, რაც 20 ათასი ტონით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. მათ შორის, 142 ათასი ტონა რქაწითელი, 48 ათასი ტონა საფერავი, 3,4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

„რთველი 2020“-ის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 21 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. რეალიზებული ყურძნის ღირებულება 204 მლნ ლარს აღწევს.

რთველის დაწყებიდან ყურძნის გადამუშავების პროცესში 165 ღვინის საწარმო იყო ჩართული.
დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 8 ათასი ტონის ფარგლებშია. აქტიური რთველი ამ ეტაპზე საგარეჯოში გადაინაცვლებს, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რთველის ინტენსივობა უკვე თანდათან მოიკლებს.

მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930