გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ადლიისა და გონიოს მოსახლეობას შეხვდნენ

29-09-2020

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.

ამჯერად, შეხვედრა ადლიისა და გონიოს დასახლების მოსახლეობასთან შედგა. საარჩევნო კანდიდატებმა აღნიშნულ დასახლებაში სამოქმედო გეგმა წარადგინეს და მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ადლიისა და გონიოს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო მთავარ გამოწვევებს, პრობლემებსა და მათი დაძლევის შესაძლებლობებს.

„ამომრჩეველთან პირისპირი შეხვედრა და მათთან საუბარი ჩემთვის, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატისათვის, ქალაქის სასიკეთოდ საკუთარი შესაძლებლობების მართვის უძვირფასესი რესურსია. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, ჩვენი შეხვედრებისათვის ყველაზე კომფორტული ფორმატი შევარჩიოთ, რათა ეს აზრთა თანაგაცვლა იყოს ინფორმატიული, თემატური, ზოგჯერ დისკუსიურიც. ბათუმისა და ჩემი თანაქალაქელების არც ერთი პრობლემა არ უნდა დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათ სწრაფ მოგვარებაზე“. - განაცხადა რესან კონცელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930