გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: შსს ქალთა მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს

14-04-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ - ნათია მეზვრიშვილმა, ბარნოვის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობის გახმაურებულ ფაქტზე დაკავებული პირის შესახებ ისაუბრა.


მისი განცხადებით, პოლიციის მიერ მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავებული ვ.ბ. წარსულში ნასამართლევია. 2015 წელს ვ.ბ სასამართლომ ოჯახში ძალადობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის დამნაშავედ სცნო. ის სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე და 276-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდა. თუმცა ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.


ნათია მეზვრიშვილის განცხადებით: "შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას.


სამინისტრომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 800-ზე მეტი პირი დააკავა და 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება შეუძლებელი იქნება, თუ მკაცრი პოლიტიკის გატარება არ განხორციელდება ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან."

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930