გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგი მეშველიანი: ნაცმოძრაობამ იცის, რომ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი არ გააჩნია და საარჩევნო პროცესის ძალადობრივად წარმოჩენას პროვოკაციებით ცდილობს

29-09-2020

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახიდურთან მომხდარი თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

„ჩვენს მულტიეთნიკურ სააგიტაციო ჯგუფს, რომელიც სოფელ ნახიდურის ტერიტორიაზე სააგიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა, თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი. ამ ინციდენტის შედეგად გვყავს ორი საკმაოდ მძიმედ დაზარალებული ახალგაზრდა. ერთ-ერთი მათგანი დღემდე რჩება საავადმყოფოში. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამმ ჯგუფის ორგანიზატორი და დამფინანსებელი ჩვენი კოლეგა და ჩემი ოპონენტი კახა ოქრიაშვილი გახლავთ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად აქეზებს და ორგანიზებას უწევს პროვოკაციებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ბუნებრივია, ამ ადამიანებს გააზრებული აქვთ, რომ ამ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი არ გააჩნიათ და სწორედ ამ გზით ცდილობენ საარჩევნო პროცესის ძალადობრივად წარმოჩენას და მის დელეგიტიმიზაციას.

მინდა, მივმართო ნახიდურში მცხოვრებ თანამოძმეებს: მეგობრებო, არცერთ თქვენგანს არ ეპარება ეჭვი, რომ ეს გამიზნული პროვოკაცია იყო. როგორც ჩვენი ოპონენტების განცხადებებიდან გამოიკვეთა, ამ პროვოკაციის მიზანია ჩვენ შორის შუღლის ჩამოგდება. მათ არ აინტერესებთ, როგორ შევძლებთ თანაცხოვრების გაგრძლებას მომავალში. არცერთ მათგანს ბოლნისთან და ნახიდურთან არაფერი არ აკავშირებს, ისინი არიან შემთხვევითი გამვლელები. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მეგობრობას, რომელიც წლების განმავლობაში ავაშენეთ და რუდუნებით ვუფრთხილდებოდით, საფრთხე არ დაემუქრება მომავალში და ამ პროვოკაციას თქვენ არ აყვებით. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი სამართალდამცავები ძალიან მალე ოპერატიულად შეძლებენ ამ ინციდენტის გამოძიებას და ყველა დამნაშავე მხარე კანონის შესაბამისად აგებს პასუხს“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930