29-09-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.
შეტყობინებაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ფაქტი დაადასტურეს და დაუყონებლივ დაიწყეს ქრობითი სამუშაოები.
იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ მისი სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.