გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს

29-09-2020

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი ასეთი შეხვედრა დღეს ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში - შარვაშიძისა და ავტომშენებლის დასახლებაში გაიმართა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, სურს პირადად მოისმინოს იმ ქუთაისელების პრობლემა თუ მოსაზრება, ვინც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებას ვერ ახერხებს.

"ჩემთვის თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. არიან მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებენ შეხვედრებზე მოსვლას, ამიტომ, გადავწყვიტე, პირადად ვესტუმრო მათ, გავაცნო საარჩევნო პროგრამა და მოვისმინო რა აწუხებთ, რომელი ყოფითი პრობლემა აქვთ პირველ რიგში მოსაგვარებელი, რას მიიჩნევენ თავიანთ ქუჩებზე და საკუთარ ქალაქში შესაცვლელად. ვფიქრობ, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, რადგან გარდა იმისა, რომ ბევრ საინტერესო აზრს ვისმენ ჩემი თანამოქალაქეებისგან, მაქვს გარკვეულწილად იმ საკითხების მონახაზი, რომელიც სწორედ მათი შეხედულებების გათვალისწინებით გაკეთდება", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031