გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგი მეშველიანი: ჩვენ გვაქვს მკაფიო დავალება პარტიული ხელმძღვანელებისგან, რომ თავი ავარიდოთ ყველანაირ პროვოკაციას და არ შევიდეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში

30-09-2020

„ინციდენტები, რაც ხდება, ჩვენი პოლიტიკური პარტიის ინტერესებში რომ არ არის, ეს ყველამ ვიცით. ჩვენი ოპონენტები ვერ მოიყვანენ ვერცერთ ფაქტს, როცა ჩვენმა აქტივისტებმა მათ აქტივისტებს ხელი შეუშალა ან აგიტაციაში ან პლაკატების გაკვრაში, ან საარჩევნოდ ნებისმიერი სამუშაოს ჩატარებაში. თუმცა საპირისპირო შემთხვევებთან კი გვაქვს საქმე ბოლო დღეებში“, - განაცხადა ტვ „იმედის“ ეთერში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა სოფელ ნახიდურთან მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას.

მისი თქმით, მომხდარი ინციდენტი კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული იყო.

„რამდენიმე დღეა შემოდის სიგნალები ჩვენი აქტივისგან, რომ სხვადასხვა პიროვნებები აკითხავენ და ემუქრებიან. როცა ჩვენს აქტივისტებთან მივიდა ნახიდურის „ნაციონალური მოძრაობის“ რგოლის ხელმძღვანელი არიბ უსუფოვი, მან ჩვენი აქტივისტებისგან მოითხოვა შეეწყვიტათ სააგიტაციო სამუშაოები და დაემუქრა, რომ თუ მის სოფელში შევიდოდნენ, მათ ფიზიკურად გაუსწორდებოდა. ჩვენმა აქტივისტებმა ჩათვალეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი სიტყვიერი შელაპარაკებები ხშირია, ეს იყო ჩვეულებრივი ვერბალური მუქარა და ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევიათ. ზუსტად 2 დღის შემდეგ, როცა ჩვენი მულტინაციონალური ჯგუფის წარმომადგენლები წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდნენ, მუშაობის შემდეგ შევიდნენ ჩაიხანაში, რომელიც ჩვენი ოფისიდან 30-40 მეტრშია. აქ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც შემდეგ ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. ხმაურზე ჩვენი ატივისტების შტაბში დარჩენილი ნაწილი მივიდა დაპირისპირების ადგილზე და მოახერხა მათი გამორიდება, რადგან ჩვენ გვაქვს მკაფიო დავალება პარტიული ხელმძღვანელებისგან, რომ თავი ავარიდოთ ყველანაირ პროვოკაციას და არ შევიდეთ ადამიანებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში. თუმცა ამ გამორიდების შემდეგ, როცა ინციდენტის პირველი ფაზა იქნა განმუხტული, მოხდა ჩვენი შტაბის წინ ორგანიზებული თავდასხმა ქვების და ხელკეტების გამოყენებით, სადაც საკმაოდ მძიმედ დაშავდა ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი. ის ფაქტი, რომ ინციდენტი მოხდა ჩვენი შტაბის წინ, ბუნებრივად მიუთითებს, ვინ იყო თავდამსხმელი და აგრესორი. ამ ფაქტის შეფუთვა ოქრიაშვილის შტაბის წევრებმა დაიწყეს ეთნიკური დაპირისპირების კონტექსტში, თითქოს ჩვენები ჩავიდნენ სოფელში და მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს, რომ დაეშინებინათ ადგილობრივები. ჩვენ აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს წლების განმავლობაში. ჩვენ ვთანაცხოვრობთ დიდი ხანია, ბევრი აზერბაიჯანელი მეგობარი და ახლობელი გვყავს ინციდენტის შემდეგ, პირველ რიგში, შევკრიბეთ მათი წარმომადგენლები და ავუხსენით, რომ მსგავსმა პროვოკატორებმა არ დაძაბონ ჩვენს საზოგადოებაში ვითარება. ამ ინციდენტს გაგრძელება არ უწერია, რადგან ჩვენ და ადგილობრივი აზერბაიჯანული საზოგადოება ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ყველამ გაიგო, რეალურად რა მოხდა იქ და ვის ინტერესებში იყო სიტუაციის დაძაბვა და ესკალაცია“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930