გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი: არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ გარკვეული დაძაბულობისა და პროვოკაციების შემოტანას ამ პროცესში

30-09-2020

„ვხედავთ, რომ დაძაბულობის შემოტანისა და პროვოკაციების მცდელობაა. ეს არის ხელწერა, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ადრეც და ახლაც ამას აგრძელებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი თქმით, თუ არ ჩავთვლით ბოლო რამდენიმე ინციდენტს, წინასაარჩევნო პროცესი ძალიან მშვიდად მიმდინარეობდა. „როგორც ჩანს, ეს მშვიდობიანი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი. ამიტომ იწყებენ პროვოკაციებს.

ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება არის ხელისუფლების ინტერესში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ყველა კვლევით იმდენად დიდი მხარდაჭერა გვაქვს, დამოუკიდებლად ჩამოვაყალიბებთ უმრავლესობას და მთავრობის ფორმირებასაც მოვახდენთ. ვის არ აწყობს ეს? ბუნებრივია, არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ჯგუფებს, რომლებიც 12-13 % -იან პარტიებად იქცნენ. ისინი ამას მშვენივრად აცნობიერებენ და ცდილობენ გარკვეული დაძაბულობისა და პროვოკაციების შემოტანას მთელ ამ პროცესში. ჩვენ მუდამ მოვუწოდებდით და აწიც მოვუწოდებთ ჩვენი პარტიის აქტიურ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ, რადგან ასეთი პროვოკაციები მოსალოდნელი იყო. რაიმე ახალი ხომ არ ხდება? ეს ხდებოდა წინა არჩევნებზეც, იმის წინაც და ყველა არჩევნებზე, რომელიც აქამდე იყო და ხდება ახლაც. ეს არის მათი მოქმედების სტილი და მანერა. ამიტომ ვაფრთხილებდით ჩვენს აქტივისტებს, რომ ამ პროვოკაციებს არ უნდა წამოეგონ.

უმეტეს შემთხვევაში, ვხედავთ თავდაჭერილ პოზიციას მათი მხრიდან, დიდი ნაწილი ყველანაირად ცდილობს, რომ განერიდონ. მიმაჩნია, რომ არანაირ ძალადობას გამართლება არ აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, როცა არა მარტო სიტყვიერად, არამედ ფიზიკურადაც გიპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ვერ მოთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავოს.
ჩვენ ვსაუბრობთ ორი დღის წინ მომხადარ ამბებზე. ჩვენი პრინციპული პოზიციაა შესაბამისი რეაგირება იყოს სამართალდამცავების მხრიდან. ზოგიერთ შემთხვევაზე საქმეებიც არის აღძრული, მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ, რომ თუ გამოიკვეთა დამნაშავე პირები (და ეს აუცილებლად ასე იქნება), შესაბამის პასუხისგებაშიც მიეცემიან, რადგან ძალადობა ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი ინტერესია არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930