გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაზიანში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

30-09-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და სსიპ აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს ორგანიზებით COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სოფელ ვაზიანში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. პირველ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ1323 ობიექტზე განხორციელდა.

ვაზიანში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და სსიპ აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო ხელმძღვანელი მინდია სილოგავა იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობას. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე დევნილებთან შეხვედრისას მათ საჭიროებებზე მორგებულ სხვადასხვა პროექტზე ისაუბრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930