გაიგე განსხვავებული

პარასკევი, მაისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
მორიგი სკანდალი სააკაშვილის გარშემო ამჯერად სომხეთში - ექსპრეზიდენტს შესაძლოა, ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვან

1-10-2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა სომხეთის მთავრობის ინიციატივით ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოერთვას.


როგორს ონლაინ-პლატფორმა rns.online იტყობინება, სომხეთის განათლების მინისტრმა არაიკ არუთინიანმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ესუ) სამეცნიერო საბჭოს უკვე მიმართა თხოვნით - საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვითო.


ამის მიზეზი კი სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსი გახდა, სადაც სააკაშვილი აცხადებდა, რომ "მთიანი ყარაბაღი სუვერენული აზერბაიჯანის ტერიტორიას წარმოადგენს და ამ ფაქტს ვერაფერი შეცვლის" - წერს გამოცემა.


სომხეთის განათლების მინისტრის წერილში აღნიშნულია, რომ რადგან მიხეილ სააკაშვილმა მთიანი ყარაბაღის საკითხში ნათლად და მკაფიოდ გამოხატა აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერა, ის ღირსი არ არის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ატარებდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031