გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ნიჟარაძე: აჭარის რეგიონში, გასული 24 საათის განმავლობაში, 194 პირი გამოჯანმრთელდა

1-10-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში, რეგიონში გამოჯანმრთელდა 194 პირი. ჯამში კი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1300-ზე მეტია.

„აჭარაში სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია. გასული 24 საათის განმავლობაში, რეგიონში გამოჯანმრთელდა 194 პირი. ყველა დადასტურებული შემთხვევა არის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ახალი პროტოკოლის შესაბამისად, მათ მომსახურება მიეწოდებათ, როგორც სტაციონარში, ისე კოვიდსასტუმროებში, კონსულტაცია ხორციელდება ონლაინ კლინიკების მეშვეობით. ყველაზე საჭირო პერიოდში ეპიდემიოლოგები უზრუნველყოფენ ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას,“ - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში მობილიზებულია ყველა ტიპის 600-ზე მეტი საწოლი, რომელიც საჭიროებისამებრ გამოყენებულია აღნიშნული პირების სამედიცინო მომსახურებისათვის. დამატებით 20 რეანიმაციული საწოლის მობილიზება მოხდა რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. ჯამში რეგიონში 45 ინტენსიური თერაპიის პალატაა, რომელიც მომსახურებას გაუწევს აღნიშნული საჭიროების მქონე პაციენტებს. კლინიკებში მკურნალობს 515 პაციენტი, ყოველდღიურად თავისუფალი საწოლების რაოდენობა კი მერყეობს 70-დან 100-მდე. კოვიდსასტუმროებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 910-ზე მეტი პირი. რაც შეეხება, ონლაინ კლინიკებს, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის 700-ზე მეტი მოქალაქე.

„დღეიდან, ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს ცხელების ცენტრი. ამ მიმართულებით საქმიანობას გააგრძელებს ინფექციური საავადმყოფო და მედემერჯენსი. ლაბორატორიული კვლევის მიღებამდე მოქალაქეები დაყოვნდებიან სწორედ ცხელების კარანტინებში“ - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930