გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვოლსკი: საზოგადოება გამოსავალს იმ პოლიტიკურ ძალაში ხედავს, ვინც სტაბილურობა უზრუნველყო

1-10-2020

„საზოგადოება პრობლემების მიუხედავად გამოსავალს ხედავს იმ პარტიაში, იმ პოლიტიკურ ძალაში, ვინც უზრუნველყო სტაბილურობა და მიუხედავად იმ უზარმაზარი არსენალისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოედინებოდა, შევძელით, რომ განგვეხორციელებინა საგანგებოდ მნიშნელოვანი სტრატეგიული პროექტები“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა იმ შედეგებზე, რასაც ხელისუფლებამ ოპოზიციის დაპირისპირებისა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე მიაღწია და აღნიშნა, რომ განხორციელდა მნიშნელოვანი სტრატეგიული პროექტები და ეს მიმართულებები კვლავ გაგრძელდება.

„ძალიან რთული მდგომარეობაა მსოფლიოში. ჩვენ გვინდა სტაბილურობა და განვითარების იმ რესურსის გამოყენება, რომელიც საქართველოს გააჩნია. ამ ხნის განმავლობაში, შიდა, საკმაოდ მძიმე და ხშირ შემთხვევაში მავნებლური დაპირისპირების მანერისა, რაც ჰქონდათ ჩვენს ოპონენტებს და ამხელა უარყოფითი ენერგიისა, რომელიც მსოფლიოში დაგროვდა, ჩვენ მაინც შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება და სამშვიდობოს გასვლა. ეს მიმართულებები გაგრძელდება.

ჩვენ გავანახევრეთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანთა რაოდენობა, ხელფასი დავუნიშნეთ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, შევქმენით უშველებელი სოციალური პაკეტი, მაგრამ რეალურად მემკვიდრეობის სიმძიმე არ გვაძლევს საშუალებას, რომ კმაყოფილები ვიყოთ. მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება პრობლემების მიუხედავად გამოსავალს ხედავს იმ პარტიაში, იმ პოლიტიკურ ძალაში, ვინც უზრუნველყო სტაბილურობა და მიუხედავად იმ უზარმაზარი არსენალისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოედინებოდა, შევძელით, რომ განგვეხორციელებინა საგანგებოდ მნიშნელოვანი სტრატეგიული პროექტები. სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, განათლებით დამთვარებული“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930