გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

2-10-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ თბილისში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 8 800 ღერი (44 ბლოკი) უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა უაქციზო საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საქმის მასალები გადაეგზავნა შესაბამის სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031