გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნოდარ ტურძელაძე ვაკის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

5-10-2020

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვაკის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს განახლებულ მზიურში შეხვდა.

ნოდარ ტურძელაძემ ახალგაზრდებს პარტიის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ვაკის რაიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე ისაუბრეს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

“კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გვქონდა ვაკის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. ვისაუბრეთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. მიხარია, რომ ასეთი მოტივირებული ახალგაზრდები გვყავს, რადგან სწორედ მათ ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი ტიპის შეხვედრებს და სამომავლოდ აუცილებლად ერთობლივად განვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს.“ – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031