გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი

5-10-2020

ქვეყნის მასშტაბით დღეს კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცლილია კიდევ 2 კოვიდინფიცირებული და გამოჯანმრთელებულია 375 პაციენტი. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სულ 8696 კოვიდინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 50%-ზე მეტი, რასაც შეესაბამება 4916 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კი კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში სულ 4996 კოვიდინფიცირებულია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4619-ია. ამჟამად, კოვიდინფექციის აქტიური შემთხვევა 4077 -ია. ეს პაციენტები მკურნალობენ სტაციონარებსა და საკარანტინე სასტუმროებში, სადაც მიმდინარეობს მკურნალობა მათზე და დაკვირვება. ასევე, ბინაზე დატოვებული პაციენტებიც არიან. 4077 შემთხვევიდან, 45 არის კრიტიკული, რომელთაგანაც 43 გახლლავთ მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება განაწილებას რეგიონების მიხედვით: აჭარაში - 416 ახალი შემთხვევაა, თბილისში - 73 შემთხვევაა, იმერეთში - 44, სამეგრელო- ზემო სვანეთში - 23, ქვემო ქართლში - 10, გურიაში - 8, სამცხე ჯავახეთში - 3, კახეთში -1, შიდა ქართლში -1“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე განცხადებით, ორივე გარდაცვლილი პაციენტი 80 წელს გადაცილებული იყო და თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

„ამჟამად, სულ გარდაცლილია 52 პაციენტი. ახალი გარდაცვლილია 2 კოვიდინფიცირებული: ერთი ქუთაისიდან და ერთი აჭარიდან (ბათუმიდან) . ორივე იყო 80 წელს გადაცილებული: 88 და 82 წლისანი, რომელთაც აღენიშნებოდათ თანმხლები დაავადებები და მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930