გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კაჭრეთის „ამბასადორში“ აფხაზეთის თასზე საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა

5-10-2020

კაჭრეთის „ამბასადორში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, აფხაზეთის თასზე საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა. ტურნირში აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობდნენ.

შეჯიბრის გამარჯვებულები, თასებითა და სამახსოვრო პრიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ცირეკიძემ დააჯილდოვეს.

ტურნირი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა და მიზნად ისახავს მოსახლეობაში ცხენოსნობის პოპულარიზაციასა და განვითარებას, ახალგაზრდა თაობის აქტიურ ჩართულობას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930