გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
50-მდე არასრულწლოვანი საავადმყოფოშია მოთავსებული-გორში მოსახლეობა მასობრივად მოიწამლა

5-10-2020

გორში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მასობრივად მოიწამლა. განსაკუთრებული სიმძიმით ინტოქსიკაცია ბავშვებში გამოვლინდა.

არსებული მონაცემებით, ბავშვთა საავადმყოფოში 50-მდე არასრულწლოვანია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, მათ დიარეა და გულისრევის სიმპტომები აღენიშნებათ.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ყველა პაციენტი ერთი ლოკაციიდან - კომბინატის დასახლებიდანაა. ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, რომ მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი სასმელი წყალია, რადგან წყლის ხარისხზე ეჭვები ამ შემთხვევამდეც არსებობდა.

„გასული დღის მანძილზე, კლინიკას მომართა 46-მა პაციენტმა, რომელთაც ერთი და იგივე ჩივილები აქვთ: გულისრევა, ღებინება და მუცლის ტკივილი. აღნიშნულს მშობლები უკავშირებენ საკვებს, წყალს, ან ვირუსს. 16 პაციენტი მკურნალობას პედიატრიულ განყოფილებაში გადის, 23 პაციენტი კი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოთავსდა, რის შემდეგაც ნორმალური მდგომარეობით გაეწერნენ“, -განაცხადა ექიმმა.

საქართველოს წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით უკვე შესაბამისი ზომები მიიღეს და წყლის სინჯები აღებულია, როგორც კომბინატის დასახლებაში, ასევე გორის წყლის სათავე ნაგებობაზე. სწორედ ამ სინჯების პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი უკავშირდება თუ არა წყლით ინტოქსიკაციას 50-მდე ბავშვის მოწამვლა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930