გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიო ბანკი: კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია

5-10-2020

მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

კვლევის თანახმად, საქართველო, სარეიტინგო ქულით, უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს - ესპანეთს, კვიპროსს, პოლონეთს, ჩეხეთს, ლატვის, სლოვაკეთს, იტალიას, მალტას, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი - ჩვენს ქვეყანაზე უკეთესი მონაცემი მხოლოდ ესტონეთსა და ლიეტუვას აქვს.

“მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები” ეყრდნობა ათეულობით მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, შეფასებებსა და რეიტინგებს, რომელთა შორის აღსანიშნავია საერთაშორისო გამჭვირვალობის სპეციალური კვლევა „კორუფციის გლობალური ბარომეტრი“ (Global Corruption Barometer), საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის „ღია ბიუჯეტის ინდექსი“ (Open Budget Index), მსოფლიო მართლმსაჯულების „კანონის უზენაესობის ინდექსი“ (Rule of Law Index), Freedom House-ს ანგარიში და სხვ. აღნიშნული მონაცემები, თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს.

გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930