გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 573 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს

5-10-2020

მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 1753 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს თითქმის 5-ჯერ აღემატება და სხვაობა 1419 ტონას შეადგენს.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (1672.8 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (75.1 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (4.8 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,2 ტონა).
ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 573 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და შეადგენს 773 ათას აშშ დოლარს.

ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი, 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930