5-10-2020
„ეს არის უნიკალური საჩუქარი თბილისელებისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისგან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტზე.
მისი თქმით, - „ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, ვისთვის, როგორ და რა გზით იყო გადაცემული და ვისგან, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ნაცვლად იმისა, რომ იქ შენობები აშენებულიყო, გამოისყიდა ბიძინა ივანიშვილმა, გადაარჩინა ეს ადგილი და დღეს თბილისს და თბილისელებს, ქვეყანას აჩუქა. ეს იქნება სავიზიტო ბარათი. გარდა რეკრეაციული დანიშნულებისა მას ექნება გასართობი დანიშნულება, სადაც დამსვენებლები, როგორც თბილისელები, ასევე ჩვენი უცხოელი სტუმრები, ტურისტები მოვლენ და ეს იქნება ადგილი, რომლითაც თბილისი იამაყებს“.