5-10-2020
„უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ბევრი ანგარიშის თანახმად, რუსეთი კვლავ ცდილობს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და ზემოქმედებას წინაარჩევნო პროცესსა და მთლიანად არჩევნებზე“- ამბობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.
მისი ქმით, კრემლის მიერ ჩამოყალიბებულია სქემა, რომელიც დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს -უკანონო ფინანსური ქმედებები და კიბერთავდასხმების კომბინაცია.
„როგორც ქართული, ასევე ფართო საერთაშორისო საზოგადობისათვის რამდენიმე ანგარიშის გამოქვეყნების შედეგად ცნობილია, რომ ევროპაში დეზინფორმაციული აქტივობის დიდი ნაწილი რუსეთიდან მომდინარეობს. მაგალითად, ფუნქციონირებს რუსეთის სამხედრო ძალებთან დაკავშირებული ქსელი, რომელიც ჩართული იყო კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებაში, რომელიც მიმართული იყო საქართველოს წინააღმდეგ. მოსკოვის მთავარი მიზანია, დემოკრატიულ სამყაროში მიმდინარე არჩევნებისა და რეფერენდუმების პროცესში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ესპანეთში (კატალონია) ავსტრალიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ბრიტანეთში, მონტენეგროსა და სხვა ქვეყნებში აქტიური ჩარევა. თავის მხრივ, რუსეთი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასუსტებითაა დაინტერესებული, დიდი ყურადღებით აკვირდება საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს" - აცხადებს ნიკა ჩიტძე.
პოლიტოლოგის თქმით, ტრანსატლანტიკური კომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციის მიზანა საერთაშორისო ჩარევის რისკის შემცირება და საქართველოს დემოკრატიულობის მდგრადობის ზრდა საერთაშორისო გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში.
„საინტერესოა აღინიშნოს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ტრანსატლანტიკურმა კომისიამ წარმოადგინა დათქმა არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ, რაც თავის მხრივ გამჭვირვალე და ჯანსაღი საარჩევნო პროცესის გლობალურ სტანდარტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ კომისიამ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს დათქმაზე ხელის მოწერისკენ მოუწოდა.
ტრანსატლანტიკური კომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციის მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ჩარევის რისკის შემცირება და საქართველოს დემოკრატიულობის მდგრადობის ზრდა საერთაშორისო გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, დათქმის ფარგლებში კანდიდატებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ „ჩარევით დაინტერესებულ პირებს მტკიცედ განუცხადონ, რომ უარს ამბობენ პირდაპირ თუ არაპირდაპირ დახმარებაზე უცხო ქვეყნის მხრიდან“. დოკუმენტში წარმოდგენილი მოთხოვნები უკავშირდება ნებისმიერ კანდიდატს, რომელსაც სურს ღირსეული საარჩევნო კამპანიის წარმოება. შესაბამისად, კანდიდატებმა არ უნდა გამოიყენონ მონაცემები, რომლებიც შეიძლება იყოს მოპარული, ასევე არ უნდა გაავრცელონ გაყალბებული აუდიო ან ვიდეომესიჯები, როგორიცარის „ფეიკვიდეოები“. ხოლო ინფორმაცია, თუთუ საიდან მოდის მათი კამპანიის დაფინანსება, უნდა იყოს გამჭვირვალე. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხუთმა პარტიამ უკვე მოაწერა ხელი დათქმას“- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.