გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში ვარდების სათბური აშენდა

6-10-2020

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვარდების სათბური აშენდა. სათბურში დარგულია 8000 ძირი ვარდი. მისი რეალიზაცია ძირითადად დასავლეთ საქართველოში ხდება. კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს სანერგე მეურნეობის განვითარებაზე. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 210,000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ამჟამად საქმიანობაში 7 ადამიანია ჩართული.

„საქართველოს ბანკი სხვადასხვა დარგის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ ბიზნესებს, რომლებიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნით ავითარებენ საქართველოს ეკონომიკას და ქმნიან მეტ შესაძლებლობებს. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ოზურგეთში სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვარდების სათბური აშენდა. სათბური აქტიურად მუშაობს, რომ კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ქვეყნის მასშტაბით სანერგე მეურნეობის განვითარებას. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პროექტის ფარგლებში ყველა დასაქმებულს. საქართველოს ბანკი მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს ადგილობრივ პროექტებს“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930