7-10-2020
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნოდარ ტურძელაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჭავჭავაძის 49 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერეს. აღნიშული პროექტი სფფ–ის მიერ ხორციელდება.
ადგილზე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ლექტორები და სტუდენტები იმყოფებოდნენ.
ისაუბრეს აღნიშნული საფეხბურთო ცენტრის მნიშვნელობასა და სამომავლოდ დაგეგმილილ საფეხბურთოდა სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს ფეხბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტები, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები.
სარბენი ბილიკის გამოყენება ასევე შეეძლება ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ მოსახლეობას.
სამშენებლო პროცესის დასრულება 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.