7-10-2020
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.
ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მივიღებ მონაწილეობას - 13%, 50-50-12%, არ მივიღებ მონაწილეობას ამბობს -8% და არ ვიცი/უარი პასუხზე - 1%.
იმავე ქუთაისის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?
ზაზა ლომინაძე "ქართული ოცნება" - 54%.
გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია" - 32%.
ოთარ კახიძე "ევროპული საქართველო" - 6%.
ანა ნაცვლიშვილი "ლელო" - 5%.
თორნიკე მარჯანიშვილი "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" - 1%.
ნონა ასათიანი "პატრიოტთა ალიანსი" - 1%.
მაჟორიტარობის სხვა კანდიდატს ირჩევს -1%.
ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - შედეგები ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" - 48%.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 26%.
"ევროპული საქართველო" - 9%.
"გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი" - 6%.
"ლელო" - 4%.
"პატრიოტთა ალიანსი" - 4%.
"ლეიბორისტული პარტია" - 3%.
საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.
ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.