გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ქართული ოცნება" 51% - "ნაციონალურ მოძრაობა" 13% - Survation-ის კვლევა სამგორის მაჟორიტარული ოლქში

8-10-2020

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.

ამჯერად კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი: სამი თბილისში და სამი რეგიონში მოიცვა.

სამგორის მაჟორიტარული ოლქში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 66% თითქმის დარწმუნებულია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს, ალბათ მიიღებს მონაწილეობას - 17%, 50-50- 11%, არ მიიღებს მონაწილეობას - 5%, არ ვიცი/ უარი პასუხზე - 1%.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? სამგორის მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა:

სოზარ სუბარი "ქართული ოცნება"- 55%.

ლევან ხაბეიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 31%.

გურამ ნიკოლეიშვილი "პატრიოტთა ალიანსი" - 6%.

ფიქრია ჩიხრაძე "ლელო" - 5%.

სანდრო რიჟამაძე "ჩვენი საქაღთველო-სოლიდარობის ალიანსი"- 1%.

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატს უპირატესობას ანიჭებს -2%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

"ქართულ ოცნება" - 51% აქვს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 13%.

"გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"- 12%.

"პატრიოტთა ალიანსი" - 8%.

"ლელო" - 4%.

"ევროპული საქართველო" - 4%.

"ლეიბორისტული პარტია" - 2%.

"გირჩი" -1%.

"ერთიანი საქართველო" - 1%.

"სხვა პარტიები" - 4%.

საველე სამუშაოები ჩატარებულია 2020 წლის 19-27 სექტემბერს და გამოიკითხა 1810 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტების სახლში.

ისინი შეირჩნენ ასაკის, სქესის და გეოგრაფიის მიხედვით, დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930