გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რესან კონცელიძე: არაფერია ჩემთვის იმაზე ღირებული და ძვირაფასი, ვიდრე ჩემი ბათუმი და ბათუმელები

8-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

„არაფერია ჩემთვის იმაზე ღირებული და ძვირაფასი, ვიდრე ჩემი ბათუმი, ბათუმელები და, დღეს, როდესაც მსოფლიო პანდემია თითოეული ოჯახის კეთილდღეობას შეეხო, განსაკუთრებით საყურადღებოა თითეული მოქალაქის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინება და უკეთესი ხვალინდელი დღისათვის მაქსიმალურად სწორი, შედეგიანი ნაბიჯების შემუშავება. ყველას გვესმის, რომ კეთილდღეობა ერთ დღეში არ მიიღწევა. სასურველ შედეგამდე მისვლას უწყვეტი მუშაობა და მაქსიმალური ძალისხმევა სჭირდება. ეს კი მხოლოდ ერთად, საერთო მუშაობითა და ერთმანეთის გვერდით დგომით არის შესაძლებელი“, - განაცხადა რესან კონცელიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ქვეყანაში არსებულ პანდემიურ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930