გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ ხახალეიშვილი ამომრჩეველს: თქვენი აზრი ყოველთვის ყურადსაღებია

8-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კადიდატი, იოსებ ხახალეიშვილი, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

"ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობის თვალწინ, ფაქტობრივად, ჩვენს ქალაქში საბაზრო ეკონომიკის განვითარება მოხდა, ამიტომ თქვენი აზრი ყოველთვის ყურადსაღებია“, - ასე მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობას.

მერობის კანდიდატი ქუჩის მცხოვრებლებს საარჩევნო სტრატეგიაზე ესაუბრა და მათგან ქალაქის ეკონომიკურ, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინა.

"ჭავჭავაძის გამზირი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ქუჩაა ურბანული და ეკონომიკური თვალსაზრისით, აქაა თანამედროვე მჭიდრო დასახლება და განთავსებულია მრავალი მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტი. ჭავჭავაძის ქუჩის ყველაზე დატვირთული ნაწილის მცხოვრებლებთან შეხვედრას, მათი გამოცდილების გაზიარებას ერთგვარი სტრატეგიული მნიშვნელობაც კი ჰქონდა. გავეცანი მათ შეხედულებებს, ინიციატივებს, მივიღე რჩევები, შენიშვნები და მხარდაჭერა. მოსახლეობის მოსმენა, გონივრული რჩევის მიღება, მათი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგება, მათთან რაციონალური თანამშრომლობაა ზუსტად ჩემი მთავარი გეგმა მერად არჩევის შემდეგ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930