გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში კოსტავას ქუჩის ე.წ რუკების გზის რეაბილიტაცია მოასფალტება დაიწყო

8-10-2020

ქალაქ კასპში დაიწყო მერაბ კოსტავას ქუჩის ე.წ რუკების გზის რეაბილიტაცია მოასფალტების სამუშაოები.

ამჟამდ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ქუჩაზე აიწევა საკომუნიკაციო ჭები, მოეწყობა შეზოში შესასვლელები, საფეხმავლოები და 850 გრძივ მეტრზე დაიგება ასფალტ ბრტონის საფარი.

გზის სამუშაოებ,ს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს და მასზე 336 001 ლარი დაიხარჯება.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერაბ კოსტავას ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი ათეული წლებია ამორტიზირებულია, გადაადგილებისთვის დისკომფორტის და საფთხის შემცველი. პროექტი გარდამავალია და ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება, მეორე ეტაპი კი 2021 წლის მარტში. გზის სამუშაოების ხარისხის შემოწმებას უზრუნველყოფს მერიის მიერ დაქირავებული ინსპექტირების ორგანო, რომლის საგარანტიო ვადა 2 წელია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031