9-10-2020
ქვეყნის მასშტაბით გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 10752 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან, 5866 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. აქტიური შემთხვევაა 4886, რომლიდანაც 63 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 61 კი მართვით სუნთქვაზეა.
კოვიდინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია: აჭარაში - 190 ახალი შემთხვევაა, თბილისში - 179, იმერეთში - 91 , მცხეთა - მთიანეთში -3, გურიაში - 3, კახეთში - 11, შიდა ქართლში - 10, ქვემო ქართლში - 28, სამცხე ჯავახეთში- 1 “, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე განცხადებით, გარდაცვლილი 6 ადამიანიდან ყველას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
„გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან, გარდაცლილია გორში 1 პაციენტი - 58 წლის ქალბატონი; ბათუმში - 68 წლის კოვიდინფიცირებული; ქობულეთში - 55 და 61 წლის ქალბატონები; ქუთაისში - 81 წლის ქალბატონი. ყველა მათგანს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ“ , - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.