გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ეპიდვითარება დასტაბილურდა

9-10-2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში ეპიდვითარების დასტაბილურების და შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების შესახებ გააკეთა კომენტარი.

,,იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდვითარება დასტაბილურდა, ყოველდღიურ რეჟიმში ვახერხებთ, რომ გვქონდეს დაახლოებით 100-ზე მეტი საწოლი თავისუფალი, ეს გვაძლევს საშუალებას და დღის წესრიგში დგას შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა. გატარებულმა ღონისძიებებმა, რაც ითვალისწინებდა მობილობის მაქსიმალურ შემცირებას, განსაკუთრებით ქალაქ ბათუმში, უკვე შესაბამისი შედეგები გამოიღო. სტაბილიზაცია, რომელიც გვაქვს ეპიდმართვის ნაწილში განპირობებულია მობილობის მაქსიმალური შემცირებით" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რამდენიმე დღის წინ აჭარაში დაინფიცირების ახალი შემთხვევების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა და შეადგინა 416 ინფიცირებული 24 საათის განმავლობაში. დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების და უწყებების კოორდინირებული მოქმედების შედეგად, რეგიონში შემთხვევების კლების დინამიკა ნარჩუნდება და დღეს აჭარაში ახალი ინფიცირების 190 შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, პირველი რიგში, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი და დეტალური გეგმა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930