ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონი დოლარი გაყიდა
9-10-2020
მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2168 შეადგინა.