გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებულები ვართ, რომ სამართლიან, მშვიდ და თავისუფალ არჩევნებში გავიმარჯვებთ

11-10-2020

მსურს, გამოვეხმაურო ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას. ჩვენ ფუდამენტური დემოკრატიული რეფორმები გავატარეთ იმისთვის, რათა თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ ქვეყანაში - ეს არის მთელი გუნდის პოზიცია და მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ არ ჩაერთონ არანაირ პროვოკაციაში და ძალადობას არავითარ შემთხვევაში არ უპასუხონ ძალადობით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.
არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან ძალადობა არ იქნება შეწყალებული.

„ძალადობა კანონით ისჯება, მას არ აქვს არანაირი მხარდაჭერა და არ იქნება შეწყალებული ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. ჩვენ, ქვეყნის მასშტაბით, მაღალი მხარდაჭერა გვაქვს, რაც 54-დან 64 %-მდე იცვლება სხვადასხვა რეგიონში, ამიტომ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სამართლიან, მშვიდ და თავისუფალ არჩევნებში გავიმარჯვებთ. ადამიანები, რომლებიც ამაში არ არიან დარწმუნებულები, ალბათ, ცდილობენ, რომ ამ ყველაფერს ძალადობით შეუშალონ ხელი, ამაზე კი რეაგირება იქნება “, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930