გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯის საკითხზე: ეს არის საკითხი, რომელიც პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას

11-10-2020

ეს არის სამართლებრივი პროცესი. მე წარმოვადგენ პოლიტიკურ ორგანოს - საქართველოს პარლამენტს, შესაბამისად, მე სამართლებრივ და საგამოძიებო დეტალებში არ შევალ და წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, გარეჯის საკითხი პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას.

„ ეს არის საკითხი, რომელიც პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას და სწორედ ამიტომ, გასაკვირია, როდესაც, ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების ორკესტირირებულ რეაქციებს ვხედავთ, რაც, თავისთავად, კითხვებს აჩენს და მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დამთავრდება გონივრულ ვადებში, საფუძვლიანად, ამომწურავად და კითხვებს პასუხიც გაეცემა. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები როგორმე დააზიანოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930