გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოჩა ენუქიძე წვირმის თემის მოსახლეობას შეხვდა

12-10-2020

"საინტერესო და გულთბილი შეხვედრა მქონდა წვირმის თემის სოფლების: ასკარტის, აცის, იელის, ჩობანისა და წვირმის მოსახლეობასთან.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, ყველაფერს ვაკეთებ, რომ მოსახლეობას საკუთარი პრობლემების მოგვარებაში დავეხმარო" , - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, რომელიც წვიმრის თემის მოსახლეობას შეხვდა, სადაც:

-მიმდინარეობს საჯარო სკოლის მშენებლობა;
-აშენდა ახალი საბავშვო ბაღი;
-აშენდა სოფელ წვიმრის სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების ხიდი;
-პროექტირდა სოფელ წვირმის ცენტრთან
დამაკავშირებელი 3 კილომეტრიანი საავტომობილო გზა, რომლის მშენებლობა მომავალი წლიდან დაიწყება;
-აშენდა ნაპირდამცავი გაბიონები სოფელ იელში;
-სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 12
პროექტი განხორციელდა;
-დაგეგმილია სოფელ იელის მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა;
-მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პირებისთვის მოქმედებს სოციალური და საგადასახადო შეღავათები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031