გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრეზიდენტი: ერთხელ მიმართა კომისიას და მისი თხოვნა ურყოფილ იქნა, მეორე თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილიც ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე    

16-04-2018


საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თბილისში ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრლადებულის შეწყალების თაობაზე კომისიას ორჯერ მიმართეს.

ამის შესახებ მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ვიცით რომ ეჭვმიტანილი ამ დანაშაულში იქნა შეწყალებული ჩვენ მიერ, საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები სრულიად ლეგიტიმურად. საზოგადოება ითხოვს ამ მოვლენის ახსნას და ჩვენ მზად ვართ რომ ამ შემთხვევაში ყველა დასმულ კითხვას ვუმპასუხოთ.

დავიწყებ ფაქტებით...2014 წლის აგვისტოში ამ შემთხვევაში ეჭვმიტანილმა, მაშინ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობის აქტი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ 4 თვე ნახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო იქნა დაპატიმრებული და შემდეგ ორივე დანაშაულზე მიესაჯა სასჯელი.
მან ერთხელ მიმართა კომისიას და მისი თხოვნა ურყოფილ იქნა, მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა , ფსიქოლოგის დადებით დასკვნა, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დადებით დასკვნას და სამედიცინო ცნობა, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. საქმეს ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ის 4 შვილის მამა იყო. თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. ამ დეტალზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ. ამ ინფორმაციის პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე“- განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ბარნოვის ქუჩაზე სამი დღის წინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 2015 წელს პრეზიდენტმა შეიწყალა. ის მსჯავრს მეუღლეზე ძალადობისთვის იხდიდა.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930