12-10-2020
პოლიტიკური გაერთიანება ,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანტონ ობოლაშვილი, ბორჯომში წარდგენაზე, სიტყვით გამოვიდა.
ანტონ ობოლაშვილის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ბორჯომის მუნიპიპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი; იმ ქალაქის, რომელიც არის ისტორიული მესხეთის კარიბჭე და ქალაქის, რომელსაც ბევრი ჩვენი ქვეყნის საამაყო მოქალაქე და გმირები გაუზრდია; ვიყო ამ ქალაქის მუნიპიპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიდი პასუხისმგებლობაა. მზად ვარ, რომ ვიყო ბორჯომის და ბორჯომელების სამსახურში.
მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩვენს რეგიონს და ბორჯომის მუნიციპალიტეტს. ასევე, კარგად ვიცი თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა შევქმნათ მეტი დოვლათი ჩვენს მუნიპალიტეტში და ამით თითოელმა ჩვენგანმა მიიღოს მეტი სიკეთე და მეტი სარგებელი. ჩემთვის რომელიც 22 წლის განმავლობაში ვიყავი ბიზნესით დაკავბული, უმთავრესი იქნება გავაძლიეროთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ეკონომიკა და დავასაქმოთ მეტი ადამიანი, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და ჰქონდეს მეტი სარგებელი თითოეულ ჩვენთაგანს.
ჩვენი ხელისუფლებისთვის, ყველაზე დიდ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი, მასზე ზრუნვა და მისი უფლებების დაცვა. დღეს ყველაზე მეტად არის დაცული ჩვენი მოქალაქეების უფლებები, დღეს ყველაზე მეტადაა დაცული ბიზნესი და დღეს ყველაზე მეტადაა დაცული საკუთრების უფლება. სახელმწიფომ ყველა ძირითადი მიმართულებით არსებითი პროგრესი განიცადა, რასაც სხვადასხვა სფეროში არსებული კარდინალურ გაუმჯობესებასა და მოქალაქეებს განწყობებთან ერთად, ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს.
გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მოცულობა. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები 2013 წლიდან დღემდე 14 მილიონი ლარიდან 33 მილიონ ლარს გადასცდა. მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის და ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში. აქტიურად ხორციელდება გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმროს კომპონენტში, ხელი შეეწყო 17 სასტუმროს მშენებლობას. პროექტების ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ შეადგინა 57 მილიონ ლარზე მეტი. აღნიშნულ სასტუმროებში პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 441 ადამიანი. მუნიციპალიტეტს 696 ახალი სასტუმრო ნომერი შეემატა. ენერგეტიკული პროგრამების მშენებლობით სამცხე- ჯავახეთის რეგიონში დამატებით 470 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობის ეტაპზე ხელი შეეწყობა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
ვისაუბროთ ბორჯომზე და არ შევეხოთ ტურიზმს არ შეიძლება. ტურიზმის განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტში განხორციელდა რეგიონის ტურისტული რესურსების სრული ინვენტარიზაცია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების მიმზიდველობის მაქსიმალური ზრდისა და არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისების მიზნით განხორციელდა რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები - დაბა ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და სათხილამურო ტრასებზე ღამის განათების პროექტი, კოხტა გორის საბაგიროს შუალედური სადგურის და სასრიალო ტრასის პროექტი, დაბა მიტარბში ორი საბაგირის მშენებლობის პროექტი, ბორჯომ - ხარაგაულის ტყე - პარკში განახლდა საგანმანათლებლო ბილიკები და ასევე ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში განახლდა საგამოფენო დარბაზები. თვალშისაცემია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში განხორციელდა.
2013-2019 წლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციოდ და მშენებლობისათვის დახარჯული იქნა 27 მილიონ ლარზე მეტი.
აღარ გავაგრძელებ ყველა განხორციელებული პროექტის ჩამოთვლას, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი განვითარების სწორ გზას ადგას, აქვს მომავლის ხედვა და უნარი, რომ საკუთარ მოქალაქეზე, საკუთარ ქვეყანაზე იზრუნოს და ეტაპობრივად ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს. ბორჯომში ჯერ კიდევ ბევრია გამოწვევა, რომელთა გადასჭრელად ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ - უნდა გავაძლიეროთ ბორჯომის საკურორტო, ბალნეოლოგიური მნიშვნელობა მთელი რეგიონის მასშტაბით.
ჩემი უპირველესი ამოცანა იქნება დავიცვა და გავატარო თითოეული თქვენგანის ინტერესები. ვთვლი, მაქვს გამოცდილება და ძალა იმისა, რომ ჩემი რეგიონის კიდევ უფრო მეტ განვითარებას შევუწყო ხელი.
ამ რეგიონის შვილი ვარ და მზად ვარ ვიყო ამ რეგიონის ღირსეული და თქვენი საამაყო წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის უმაღელს საკანონმდენბლო ორგანოში. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს და ხელს შევუწყობთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას და კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, სამშობლოს სიყვარულით აუცილებლად გავიმარჯვებთ და მომდევნო წლების განმავლობაში უამრავ წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.